„ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ნადირაძეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე თავს დაესხნენ. სავარაუდოდ სუსის მიერ მობილიზებული პროვოკატორები ნადირაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ვემზადებოდი ჩასართავად ერთ-ერთ ტელევიზიაში. ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ვიყავი, მოვიდა პირდაპირ ვიტყვი სუსის ნასედკა, რომელმაც არც აცია, არც აცხელა, თავს დამესხა ფიზიკურად. ჭიდაობის დროს, როცა დავვარდით, აი რა ამოუვარდა ადამიანს. აი რა უნდა დღეს რუს ოლიგარქს და რა უნდათ დღეს სუსის ნასედკებს” – ამბობს ნადირაძე.
„მთავარი არხი“
კომენტარები