სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, ირმა გორდელაძე, აქციის მონაწილეებს მიმართავს:
ქედს ვირი ღირსეული ქართველი ლაშქრის წინაშე. ღირსების პირველი ბრძოლა მოგებულია, აბა რა ეგონა მაგენს? მარა “რუჩკებს” არ ვენდოთ, სანამ ბოლო ლურსმანს არ დავაჭედებთ.
იმდენი იაბდლენ, იმდენი იჩხიკინენ, აი, ჩაძინებული ერი, გადაგვრიენ, გამოგვიყვანენ წყობოიდან და აგერ ვართ ყველა. გაუმარჯოს სამოქალაქო მოძრაობას. ქართველის ბუნება ასეთია, როდესაც საშიშროება ექმნება მის თავისუფლებას, ის გამოდის დედაბუდიანად. ძალიან ბევრი ვუთმინეთ, ბოლოს გავიდნენ თავს.
ესენი არ არიან სანდო. ბოლომდე უნდა მივყვეთ საქმე, ზაფხულში ვიყავით აქ და დაგვშალეს – იყო ასე? ამიტომ, დღეს როდესაც გამოფხიზლდა ერი და დგას ისტორიის სწორ მხარეს, ეს შანსი არ უნდა გავუშვათ. ახლა სანამ გამოაცხედებენ გადაწყვეტილებას, მინდა ერთი რჩევა მოქცეთ, ძვირფასებო, რეგიონების ჩათვლით, ყველა ჩვენ მეგობარს, მეზობელს ავუხსნათ რას ნიშნავს რუსული კანონი, ეს ნიშნავს ევროკავშირის, წინსვლის, განვითარების, თავისუფლების დაკარგვას. ეს ნიშნავს რუსულ ოკუპაციას.
ხომ იცით თქვენ მაგათი მესიჯები, აბდლურ–აბდლური, ჩააგდებენ მერე ერთი ჩატი აქვენ და აბა, ომი ვინდა? მშვიდობაო, დაქცეულ მშვიდობაში ქვეყანა არ გინახავთ? არ აგარევინებთო – დაწყობილი მანახონ. ღირსებით ევროპისკენო, ეს მართლა უსინდისოები და ახალგაზრდებს და ქართველებს წამლავდნენ და არბევდნენ, სად აქვთ მაგათ ღირსება? ახლა შეუდგებიან ახალგაზრდების დაშინებას, ვითომ გავაცნოთ რა არის რუსული კანონიო, შეეცდებიან ჩვენ დაშლას, დაფუნგვას, არ ვქნათ მაი, ხალხო, არ ვქნათ და იცოდეთ, ეს შანსი თუ გავუშვით შეგვაჩვენებს მომავლი თაობა. გაუმარჯოს ერთიან, ევროპულ, ცივილურ საქართველოს.
კომენტარები