ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, რომლის ოჯახის წევრებსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ, აანონსებდა, რომ თუ შსს ამ საქმეს არ გამოიძიებდა, 14 მარტს სააკაძის მოედანზე შეიკრიბებოდნენ. ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქმეს მსვლელობა მიეცა:
,,ჩემს ოჯახზე,მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის საქმეზე, რომელიც დღეს საღამომდე იყო ფაქტობრივად გაჩერებული, შსს მინისტრის რეზოლუცია დაედო, რომლის მიხედვითაც საქმეს მიეცა მსვლელობა.
ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია.
მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან.
დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ასეულობით ადამიანს, ვინც ხვალ აპირებდა გამაფრთხილებელ შეკრებაზე მოსვლას და მხარდაჭერას.
ამ მუხტმა და მზაობამ მიაღებინა შესაბამისი გადაწყვეტილება შსს, რისთვისაც მადლობას ვუხდი.
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
“კაცებო! მზად ხართ დაიცვათ თქვენი ოჯახები? 14 მარტს, 12 საათზე” – ქაცარავა
კომენტარები