ყოფილი დეპუტატი, ირაკლი მელაშვილი:
„აბა, სად ხართ? “არა ჩვენც ევროპა გვინდა, მაგრამ…” მაგ ხალხს გგულისხმობთ, “გაყუჩული” რომ სხედხართ და უყურებთ იმ შაბაშს, რაც დღეს “ალტ ინფომ” მოაწყო პარლამენტთან. რაღაც არ ისმის თქვენი ხმა! ევროკავშირის დროშების ჩამოხევა ნორმალურია თქვენთვის, ოღონდ თან თუთიყუშივით უნდა იმეოროთ ხელისუფლების სტრატკომის მესიჯები, თურმე ევროპისკენ ღირსებით რომ უნდა ვიაროთ. ასეთი ღირსებით აპირებთ? პოლიციის “აკადემიური მდუმარება” და სიმშვიდე არაფერზე არ გაეჭვებთ, თითი რომ არ გაანძრიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა შუა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ფლანშტოკზე სახელმწიფოს მიერ აღმართულ დროშას რომ აგდებდნენ და წვავდნენ? ეს არ არის თქვენთვის სახელმწიფოს შეურაცხყოფა? სად ხართ, რად არ მოჰკითხავთ , ხელისუფლებას, რატომ არ გასცა საკადრისი პასუხი ამ ხალხს?
არადა, წესით, “ოცნების” მომხრე ევროინტეგრაციის მოსურნეები უნდა იყოთ დღეს ყველაზე მეტად აღშფოთებულები! რა იყო, გულის სიღრმეში მათკენ ხართ, ოღონდ ღიად ვერ ამბობთ? სინამდვილეში, ახლა გაჩუმებულ, ამ ფარისეველ ვითომ პროდასავლელებს, კიდევ ეს ალტინფოელები გჯობიათ“
კომენტარები