ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:
„დღევანდელი აქცია და ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა თანამედროვე (არც ისტორიული) საქართველის სახე არ არის – ზღვარგადასული ემოციით მოქმედება, სიმბოლოებზე ძალადობა და უკულტურობა, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, მიუღებელია.
პროტესტი ყველას შეუძლია გამოთქვას, მაგრამ ასეთი “განხორციელება” ძალიან პრობლემური და სახიფათოა.
ის რაც ჩვენი ისტორიული არჩევანია და კონსტიტუციაშიც გვიწერია, მეტ პატივისცემასა თუ პასუხისმგებლობას გულისხმობს და მოითხოვს.
ამ არჩევანს სახელმწიფოც აქცენტირებული პრინციპულობით უნდა გამოხატავდეს და იცავდეს.“
კომენტარები