იურისტი, პოლიტიკოსი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში მონაცემებს აქვეყენებს:
„ევროპაში მოგზაურობის ხარჯები 2022 წელი
1. მამუკა მდინარაძე – ესპანეთი – 6,016.08 ლარი
2. შალვა პაპუაშვილი – ხორვატია – 5,859.53 ლარი
2022 წლის ოქტომბერი – ირაკლი კობახიძე – გერმანია ( 6,657 ლარი)
2022 წლის თებერვალი – შალვა პაპუაშვილი – დიდი ბრიტანეთი ( 7,299.85 ლარი)
2022 წლის თებერვალი – მიხეილ ყაველაშვილი – ესპანეთი ( 5,635.96 ლარი)
2022 წლის მაისი – მაია ბითაძე – დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი ( 7, 416.23 ლარი)
ის 76 დეპუტატი, რომელიც თბილისში ატარებს იმპერიულ პოლიტიკას ამის პარალელურად დაიარება ევროპის დედაქალაქებში ჩვენ ყველას ხარჯზე. შარშან, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრების, კერძოდ, ქართული ოცნებისა და ,,ხალხის ძალის’’ მივლინებების ხარჯმა შეადგინა 1,367,807.66 ლარი. იმპერიაში მიგვაქანებენ, ხოლო ამავე დროს, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე ევროპაში ყავის დასალევად დასეირნობენ.
ვფიქრობ, რომ დროა პრინციპულად დაისვას ამ ორმაგი პოლიტიკის საკითხი.“
კომენტარები