ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე;
,,ერთერთი ყველაზე სირცხვილისმომგვრელი გრძნობა რა არის? მემგონი სხვის დასანახად ტირილი. ერთგვარად არაადეკვატური ტირილი, ასე, მოწმენდილ ცაზე. ხოდა ხშირად მიტირია სხვების წინაშე. უცნობების წინაშე მიტირია, როცა არც ისინი ელოდნენ ამას ჩემგან და არც მე ველოდი ჩემი თავისგან და ამ თავს დატეხილმა ცრემლიანმა სირცხვილმა ყოველთვის გამათავისუფლა. რისგან? არ ვიცი. რაღაცისგან. საკუთარი თავისგან. ცრუ განცდისგან, თითქოს რამედ ვღირვარ. ზოგჯერ ადამიანს მართლა გგონია, რომ ღირხარ, ღირხარ, ღირხარ და ფუყდები და ფუყფუყდები და ფუყფუყფუყფუყდები, ხოდა ასე ბუშტივით რომ გაიბერები და მერე წამოგივლის რაღაც თავში და წკუპ ნემსს გაურჭობ შენს თავს და წუუუუ, დაჩუტავ და სიამოვნების გრძნობაში გადადის ტკივილი, ისე კარგია ეს ამბავი, რომ იცინი და იცინი მერე, სულ იცინი, დიდხანს.”
კომენტარები