პარტია ლელოს წევრებმა ირაკლი კუპრაძემ და ლანა გალდავამ დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტის აპარატმა პარლამენტარებს ანტიდასავლელი ავტორის ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნი “ლუციფერის მხილება” გადასცა.
“გაგიჟდა ქართული ოცნება, საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს ამ წიგნს პარლამენტარებთან და ფრაქციებში!
გიჟი, შეთქმულების თეორიის, ანტიდასავლელი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნია, გამომცემლის გარეშე, ტირაჟის გარეშედა უფასოდ ავრცელებენ.
ამერიკა, როგორც ლუციფერი, ებრაელების შეთქმულებები და მსოფლიო გადატრიალება.
ავად არიან ქოცები და საქართველოს პარლამენტი” – წერს კუპრაძე.
განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტმა. მათი თქმით, პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.
კომენტარები