შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შემხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
იზრდება კოალიცია იმ ქვეყნების, რომლებიც უკრაინას ლეოპარდის ტანკებით უზრუნველყოფენ. ახლა 9 ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ უზრუნველყოფს 150-ზე მეტ Leopard-ის ტანკს”, – თქვა ოსტინმა.
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე რამშტაინის ფორმატის მე-10 შეხვედრა, ამ წუთებში მიმდინარეობს.
კომენტარები