პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ვერ ხდება იდენტიფიცირება ვინ მონაწილეობდა ალტ–ინფოს დაორგანიზებულ აქციაში და ვინ ჩამოხსნა ევროკავშირის დროშა და დაწვა, მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფებამ ათობით ტელე და სათვალთავლო კამერის წინ ჩაიდინა ქმედება და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეტერში გადაიცემოდა. მეტიც, პოლიციის მაღალჩინოსანი გვირჩევს, “თვითონ მახარაძეს” ვკითხოთ და როგორც ჩანს, გულისხმობს ალტ–ინფოს ერთ–ერთ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს, თუმცა, არ აკონკრეტებს, რატომ გვამისამართებს მახარაძესთან, ისაა საგამოძიებო უწყება?
საქმის წარმოება დაიწყო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც იდენტიფიცირება მოხდება იმ პიროვნების, რომლემაც ჩამოხსნა დროშა, შესაბამისი რეაგირებაც მოყვება. შესაბამისი რეაგირება მოყვება. თვითონ მახარაძეს კითხეთ და გეტყვით, – გოგა მემანიშვილი
ჟურნალისტი, ნატო გოგელია, შსს–ს განცხადებას პასუხობს და წერს:
“მე გეტყვით _ ერთი (ჯინსის ქურთუკით), ოზურგეთელია _ მამუკა ანდღულაძე. ცხოვრობს ბახვში და ერთი წლის წინ ავტომატით დაცხრილვასაც გვიპირება და რავიცი, კიდევ რა გითხრა კარგი და სასიამოვნო?”
კომენტარები