ფიზიკოსი, პროფესორი, გია დვალი:
მთავრობის მიერ დამოუკიდებელ უნივერსიტეტებზე თავდასხმა (თავისუფალი და საქართველოს უნივერსიტეტები), ამ უნივერსიტეტებში წარმოებული და გადაცემული ცოდნის იდეოლოგიის მიუღებლობის საბაბით, წარმოადგენს აკადემიური თავისუფლების უხეშ დარღვევას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.
აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების დასაყრდენს, და აუცილებელია ის დაცული იქნეს ფუნდამენტურ საკანონმდებლო დონეზე, მათ შორის კონსტიტუციით. ეს დაცვა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე საქართველოში, დემოკრატიის დამცავი სხვა მექანიზმების არარსებობის ან სისუსტის გამო.
აკადემიური თავისუფლების არარსებობა არა მხოლოდ დაუცველს ხდის იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც არიან კონკრეტული თავდასხმის ობიექტი, არამედ უაღრესად ართულებს სხვა უნივერსიტეტების მხრიდან სოლიდარობის გამოხატვას, ვინაიდან აკადემიური დაუცველობა საყოველთაოა.
არსებული სიტუაცია ცალსახად მიუთითებს აკადემიური თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიის შექმნის აუცილებლობაზე. მოვუწოდებთ მთავრობას დაიცვას აკადემიური თავისუფლება და მიიღოს ყველა ზომა რათა შეწყდეს შეტევა უნივერსიტეტებზე.
კომენტარები