სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხური წარმოშობის რუს პროპაგანდისტებს, Russia Today-ის მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანსა და Ньюс Медиа ჰოლდინგის დამფუძნებელ არამ გაბრელიანოვს სომხეთში შესვლა ეკრძალებათ.
“სომხეთი არის სუვერენული სახელმწიფო და გააჩნია უფლება, ელოდოს პატივისცემას საკუთარ თავთან მიმართებაში. ასევე, სომხეთს აქვს უფლება გამოიყენოს სუვერენული მექანიზმები იმ შემთხვევაში, თუ მისი ინტერესების წინააღმდეგ არიან”. – თქვა ფაშინიანმა.
სიმონიანი ფაშინიანის სიტყვებს მალევე გამოეხმაურა, მას “გადაჯიშებული”, საკუთარ თავს კი “სუფთა სისხლის სომეხი” უწოდა და თქვა, რომ მისი პრემიერმინისტრობის დროს სომხეთში ჩასვლას ისედაც არ აპირებდა.
კომენტარები