თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი;
“უწიგნურების, წაკითხულიდან შინაარსის გაგების პრობლემა უდგას ამ ხალხს. დიდი პრობლემა!
კანადაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ცოტა სახეცვლილად იაპონიასა და სინგაპურში და ალბათ სხგანაც კანონებს იღებენ მტრული სახელმწიფოების ზეგავლენისგან თავისდაცვის მიზნით.
მ ტ რ უ ლ ი სახელმწიფოების!
მტერი ვინ არის ეს ზოგან თავად ამ კანონებში წერია, ზოგან კი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტებში.
ამათ 2018 წლიდან ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ვერ მიიღეს, მტერი და მოყვარე ვერ განსაზღვრეს და რაღაც სისულეებით გვებრიქებიან.
წიგნებს თუ არ კითხულობთ, ის კანონები მაინც წაიკითხეთ რომელსაც ციტირებთ რომ მერე დასაცინები არ იყოთ?!
და აქ ვინც ხძ-ს პროპაგანდის ტირაჟირებას გადაწყვეტთ ისიც მიაწერეთ ხოლმე რომელ საფრთხეზე პასუხად გიჩნდებათ ეს სულელური ძალები, რომელ მტერს ებრძვით.”
კომენტარები