რადიო თბილისის და მედია ჰოლდინგ ჰერეთის დირექტორი რამაზ სამხარაძე:
“რიტორიკული კითხვები მაქვს ხელისუფლების პროპაგანდისტ “ჟურნალისტებთან” და “მედიამენეჯერებთან”:
ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება, ოდესღაც… მერე რას აპირებთ?
გიფიქრიათ რომ ის რეგიონული ტელევიზიებიც არ მიგიღებენ, სადაც ადრე მუშაობდით ?
თქვენ თვითონ გულის სიღრმეში მართლა მოგწონთ რასაც აკეთებთ ?
ის კითხვები რასაც სვამთ, მართლა მოგწონთ?
მართლა გგონიათ რომ ხვალ არაფერი შეიცვლება?!
ასე ეგონათ მიშას დროსაც და დღეს ყველამ ვიცით რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა უმრავლესობა.
არა და, რამდენი შანსი გქონდათ და ახლაც გაქვთ, 1 წუთში თქვენივე ეკრანებიდან გახდეთ გმირები და ოდესღაც იმ მაყურებელთა არმია დაიბრუნოთ, რომელიც წლების წინ გყავდათ.
ყველაფერი არ იყიდება. ეცადეთ გაარღვიოთ ეს ბარიერი და დარჩეთ ადამიანებად.”
კომენტარები