ნაციონალური მოძრაობის წევრი, კობა ხაბაზი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში, წერს:
“კრამიტი აქვს დაცურებული”, ხომ გაგიგიათ?
ომში როცა ხარ, შენში უკვე არის რაღაც არანორმალური.
გუშინ კარგი გასვლა გვქონდა, სამი ნაღმი ოკუპანტების ბაზას შიგ ათიანში!
გამწარებულებმა თვითონაც მაგრად დაგვიშვეს, ყველაფერს ზანზარი გასდიოდა, ჩვენს გვერდით კრამიტით გადახურული სახლი იყო, კრამიტები სულ გრიალ-გრიალით ჩამოიყარა…
ბიჭებს გავეხუმრე, გამოიწიეთ, ქოცები ისეც გიჟებად გვთვლიან და მთლად პირდაპირი მნიშვნელობით ნუ ვათქმევინებთ, მაგათ კრამიტი აქვთ დაცურებულიო…
იქ ხარხარი ატყდა… ვისღა ახსოვდა ჭურვების ბათქა-ბუთქი..”
კომენტარები