“ქართული ოცნების” დეპუტატი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ მაკო ჯაბუას Facebook პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც Post TV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
მდინარაძის თქმით, მას არ სჯერა იმ ბრალდებების რაზეც ჯაბუამ პოსტში ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, მხილება, დიდი ალბათობით, არის “ფაშისტური კამპანიის” ნაწილი. მისივე თქმით, ეს ამბავი აგონებს ბოლშევიკების პერიოდში “დანოსების” დაწერას.
მდინარაძე ამბობს, რომ გამოძიება სჭირდება იმას, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მისივე თქმით, ეს “კრიტიკული ტელეკომპანიის” ჟურნალისტების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია.
“ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის, არ ვიცი ზუსტად, ჟურნალისტი Post TV-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში, ბოლშევიკები აკეთებდნენ ბოლოს ამას, თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ. დანოსებს აწერინებდნენ. 7 წელი რაღაც მომხდარა არ გახსენებია და ახლა გაახსენდა.
მე არ მჯერა….უნდა მჯეროდეს აუცილებლად? [მთავარი არხის ჟურნალისტს] ისე გაბრაზებული და თვალებს რომ დამიქაჩავთ რა მოხდება ამით, შევშინდები თუ რა? აპრიორი კი არ ვამბობ, ლოგიკაა ასეთი…. თქვენ მგონი თანამონაწილე გახდით იმ რაღაც კამპანიის, რასაც ჰქვია ფაშისტური მიდგომები. “როგორ არ გჯერათ” ფაშისტური მიდგომაა, პირდაპირ გეუბნებით. ჩემთვის არაა დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. შეიძლება რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების და ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა, ჩემი აზრი ესაა და თქვენ ნუ მაიძულებთ, რომ სხვა აზრზე გადავიდე”
„მთავარი არხი“
კომენტარები