„ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:
„საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც ფიზიკური თუ ინტელექტუალური წვლილი შეიტანეს პირველი ეროვნული ხელისუფლების მოსვლაში და, მალე, მის დამხობაში; მოსკოვიდან შევარდნაძის ჩამოყვანასა და, 12-წლიანი ჯოჯოხეთის მერე, მის დაუმსახურებელ პენსიაზე გაშვებაში; 2003 წელს ვარდების რევოლუციაში და ცოცხების რევოლუციით დამხობილი სააკაშვილისთვის წიხლის მიყოლებაში; ივანიშვილის “რუსული ოცნების” გაკეთილშობილება-შემობრძანებასა და ახლა მის კრიტიკაში (რაც დღეს უკვე ღია კარის მტვრევაა). ზოგი იტყვის, აი, ზუსტად ეგენი არიან ყველაზე მართლები და წრფელებიო, მუდამ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლნიო. ზოგის აზრით, სულელებია ეგენი – ტიპური, ემოციური, ადვილად წამოსაკიდებელი გრუზინებიო. სხვა ვერსიებიც არსებობს… თუმცა, მაგ მსჯელობაში შესვლა არაფერს მოგვცემს. პრობლემა ჩვენშია, რადგან ასეთ ადამიანებზე სწორება ნიშნავს, რომ სამოქალაქო მეხსიერება არასდროს გვექნება, დიდ სურათს ვერასდროს დავინახავთ, მტერი ყოველთვის ადვილად გვაბურთავებს და ამ “მოჯადოებულ წრეზეც” კიდევ დიდხანს ვივლით. თან, რაც მთავარია, ვერ მივხვდებით, რატომ და რის გამო ხდება ეს.“
კომენტარები