„ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:
„როგორც ჩანს ახალ იწყება თვითგვემის ახალი ციკლი. პატიმარ სააკაშვილი უნდა, რომ სწორედ პოლონელ ექიმებს დაანახოს, რომ ის არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. იმიტომ, რომ ის არის ვითომდა მოწამლული, არადა ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს, ან იღებს ნაკლებად კალორიულ საკვებს.
ანუ, არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები მიირთვას სააკაშვილმა, ანდა მიირთვას ისეთი საკვები, რაც გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებას. ეს არის ტრაგიკული რეალობა, რომელშიც ის ცხოვრობს და რომელშიც იგი აცხოვრებს დანარჩენ საქართველოს“
კომენტარები