ჟურნალისტი, ვიკა ბუკია
“ჯანდაცვის სამინისტოსთან რამდენიმე გამწარებული დედა უკვე 1 წელია დგას და იხვეწება გადაარჩინონ მათი შვილები. იდგნენ მაშინ როცა ახალი წლის უძვირეს ნაძვის ხეს რთავდა მერია ბავშვებისთვის. კი, სულ რამდენიმე დედაა და არა – ბევრი. ცოტანი იმიტომ არიან რომ დაავადება რომელიც მათ შვილებს სჭირთ – აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის 25 ათას ბავშვში ერთს უვლინდება. ერთი ბავშვისთვის ამ წამლის ერთი წლის დოზა, დაახლოებით, 200 000 დოლარამდე ჯდება.
ჯანდაცვას ეს დაავადება დაფინანსების მქონე იშვიათი დაავადებების მქონე ნუსხაში არ უზის. და რომ იყოს იმას ითხოვენ. და ითხოვენ წამალს. წამალს შვილების გადარჩენისთვის. შეპირდნენ და მერე გაადაგდეს. ანუ ამდენი ხანი ტყუილად ელოდნენ.
ეს წამალი დღეს საქართველოში 12 ბავშვს სჭირდება.
ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში ამ დედებს. მარტო არ უნდა დავტოვოთ ესენი.”
შეგახსენებთ, ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს, ჯანდაცვის სამინსიტროსთან. აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.აქციის მონაწილეებს სამინისტროს შენობასთან პოლიცია გამოუძახეს. მშობლები გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ.
მშობლების პროტესტის მიზეზი დაფინანსებაა, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტიის შესაძენადაა აუცილებელი.
“გაბუნია გამოდი კაბინეტიდან, გამოდი. თქვენს შვილებზე წარმოიდგინეთ ხალხო. 3 თვეა აქ ვდგავართ. სიცოცხლე აღარ უნდა ჩემს შვილს, იცით”, – ამბობენ მშობლები.
კომენტარები