უწყების არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი, აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლებთან სასაუბროდ არ მისულა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყოველდღე იქნებია სამინისტროსთან
“ისევ არავინ არ გამოსულა, 12 საათის შემდეგ გვიწევს ამ მდგომარეობაში ყოფნა. მოქალაქეები წუხდებიან, ყველა წუხდება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ჩვენ არ გავჩერდებით, პასუხი უნდა მივიღოთ და ეს პასუხი უნდა იყოსო, რომ ჩვენი შვილები მიიღებენ წამალს”, – ამბობენ მშობლები.
დილიდან სამინსიტროს შენობა პარალიზებულია. საყვირებით და საპროტესტო ბანერებით ხელში, ადგილზე ათობით ადამიანია.
მშობლების პროტესტის მიზეზი დაფინანსებაა, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტიის შესაძენადაა აუცილებელი.
კომენტარები