დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ, პარტია ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკანოიძე პარტიას ტოვებს, რამდენიმე დღეა ვრცელდება.
დღეს დეკანოიძემ პარტიის სავარაუდო დატოვების მიზეზებზე საუბრისას, განაცხადა:
” ჩემი უკმაყოფილება იციან პარტიაში და მე მისაუბრია ამ თემებზე, ეს იყო პირველ რიგში პოლიტ საბჭოს არჩევნები, რომელიც ვფიქრობ, რომ არ ჩატარდა გამჭვირვალედ, ეს იყო 9 აპრილის აქცია და ა.შ. მაქვს სხვადასხვა თემები, განსხვავებები და ალბათ ერთ-ერთი როლი ამაშიც ითამაშა ვანო მერაბიშვილის ძალიან აქტიურმა ჩართულობამ,”
კომენტარები