ჟურნალისტი თამარ ბუჩუკური:
“ალბათ, მორალი რომ ციდან წვიმად მოდიოდა ხატია დეკანოიძე და მისთანები ქოლგით დადიოდნენ…
რა უხერხულია, ისაუბრო 16 წლის შემდეგ იმ მინისტრის პირობებში არსებულ სისტემურ დანაშაულზე, რომლის ნაწილი იყავი. Khatia Dekanoidze უკაცრავად თქვენთვის ალბათ, უკვე უხერხული წარსულის შეხსენებისთვის, ცოტა ხნის წინ TV პირველის ეთერში რომ საუბრობდით თქვენი უშუალო ხელმძღვანელი მინისტრის დანაშაულებებზე, 2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით იმავე უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხომ იყავით? იყავით! ჰოდა, მუშაობის იმ 5 წელში რომ დუმდით და სირაქლემის პოზიდან უყურებდით იმ “სისტემურ დანაშაულებს,” ამას რა ჰქვია? მედროვეობა!
როცა ამ სისტემის შემადგენელ რგოლებს ამზადებდით პოლიციის აკადემიაში, ისინი ხომ ქმნიდნენ სისტემას ხომ ასეა? ასეა!
მერე, 2017 წლის მდგომარეობით, იმავე მინისტრს პოლიტ პატიმრად რომ თვლიდით, 2018-დან რა “კათარზისი” განიცადეთ და რა “მორალური ზრდის” საფეხურები გაიარეთ? ბოლოს და ბოლოს ვინ არ გაქოცებულა, მაგრამ ასე?
P.s. აქვე – 9 აპრილის აქციამდე 2 კვირით ადრე ენმ-მე დარტყმაც დიდი ქოცობა იყო, მაგრამ დღევანდელმა მასშტაბმა გამაოცა…”
კომენტარები