პარლამენტში პრემიერს თამარ კორძიამ კითხვით მიმართა და შეახსენა მას, რომ ევროპელ კოლეგებს “კრიმინალების მფარველად” მოიხსენიებენ:
“20 და 21- ე გვერდზე ძალიან დეტალურად წერთ, რა ტიპის პარტნიორობა გაქვთ როგორც ნატოსთან ასევე ევროკავშირთან და ერთ-ერთ პუნქტად მითითებული გაქვთ, რა ტიპის ფინანსურ დახმარებას იღებთ იმ ევროპისგან, რომელსაც თქვენ ამ წუთას “კრიმინალურ ევროპა” უწოდებდით. მაგალითად, დღეს რომ ხვდებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის სახელმწიფომაც ჩვენ უსაფრთხოების სფეროში 1 მლნ 3000 ათასი ევრო გამოგვიყო ტექნიკური მხარდაჭერისთვის, აი, იმ ევროპას ეძახით თქვენ “კრიმინალების მფარველს”. როგორ აპირებთ “კრიმინალების მფარველ” მინისტრთან დღეს საუბარს? , – უთხრა დეპუტატმა პრემიერს.
კომენტარები