გუბაზ სანიკიძე “ქართულ ოცნებას” “მთავარი არხის” ეთერში პასუხობს და დაპირისპირების დეტალებს იხსენებს:
“ჯოგი იყო ჯოგი. სახელი მათი ლეგიონი. რამოდენიმე ვიცანი, რამოდენიმე ვერ ვიცანი, გასარკვევია ვინც ვერ ვიცანი ვინ იყვნენ. 2-3 კაცი ჩემთვის უცნობი იყო, არა პარლამენტის წევრები. გიენები არიან, მძორიჭამიები არიან, ბანდაა, ბიძნა მონები, ფეხის მფხანელები, დღეს მათ შეიწერეს დაგინება ჩემთან, სანამ არ დაამტკიცებენ, რომ 100 ათასი დოლარი ავიღე ნაციონალური მოძრაობიდან, მანამდე შეწერილი გაქვთ ბიჭებო კობახიძე შენ განსაკუთრებით.
არაკაცი ხისთავიანი ღარიბაშვილი რომ ჩემზე ლაპარაკობს, პასუხი უნდა გამეცა. მარტო ვიყავი, ეგეთი კურდღლები არიან ამდენი რომ წამომესიენ. მინდა მადლობა გადავუხადო ლევან ბეჟაშვილს, კადრებში ეს არ ჩანს, მთავარი ჩხუბი მანამდე იყო. ლევან ბეჟაშვილი დამიდგა გვერდზე. ვიყავით ორნი, ესენი იყვნენ ჯოგად შემოსეულები, როგორც იციან. ლევანი რომ არა, არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა. პარლამენტის მანდატურებს სირცხვილი და თავის მოჭრა. ამ ბიჭებს ძალიან დიდ პატივცს ვცემდი, მაგრამ რას იზამ. ისინიც ბიძინას ნავში სხედან. მათ საერთოდ ხელი არ გაუნძრევიათ. ”
კომენტარები