დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივის:
„მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, მას ვუჩივლო სასამართლოში. მან ცილი დამწამა, რომ 100 000 დოლარი მაქვს აღებული „ნაციონალური მოძრაობისგან“. ღარიბაშვილს მოუწევს ამის დამტკიცება და ვერ დაადასტურებს, რაც ბუნებაში არ ყოფილა, რა უნდა დაადასტუროს? მე ვიცი, რომ ლომის ხახაში ვყოფ თავს, მე ვიცი, რომ მექნება ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა, მათ შორის სასამართლოსგანაც, იქნება საშინელი სიბინძურეები ჩემს წინააღმდეგ, ბიბლიური მასშტაბის საშინელებებს ჩაიდენენ, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. რაც მთავარია, მხარს მიჭერენ ჩემი ოჯახი, მეგობრები, თანამოაზრეები და რაც მთავარია, უბრალო ადამიანები“
კომენტარები