დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ხალხო, ნუ გგონიათ წესის აგება რაღაც ჯადოსნური საშუალება მიცვალებულის იმქვეყნიური “კეთილმოწყობისთვის”. წესის აგება არის ბოლო, დიდი, გამოსათხოვარი ლოცვა მიცვალებულისთვის დაკრძალვის წინ, რომელსაც ასრულებს ეკლესია. ეს არის პანაშვიდი, გამოთხოვება და გაცილება მიცვალებულისა ბოლო გზაზე. ასევე ვედრებაა, რომ უფალმა თავის წიაღში მიიღოს მისი სული. მთავარი წესის აგება კი არ არის, არამედ კაცის ცხოვრება ანუ ის, თუ როგორი რწმენით იცხოვრა ადამიანმა ამქვეყნად. ამაზე უნდა იფიქროს ყველამ. წესის აგება არაფერს ცვლის ურწმუნო ადამიანისთვის.”
კომენტარები