უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მარტს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში, ბრალდებულმა წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვნის მიმართ, მისი უმწეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ხაშურის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
კომენტარები