ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:
“21 წლის ბიჭი დააკავეს.
ეს მახინჯი, რუსული სტილის მმართველობის სისტემა 21 წლის ადამიანის წინააღმდეგ გაერთიანდა.
ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, ვიღაცას აუცილებლად დაიჭერდნენ, რომ ძალა გვანახონ, გვითხრან, რომ ყველას მოგვადგებიან, ჩვენს შვილებს არ მოასვენებენ და გამოგონილი ბრალდებით ციხეში გაუშვებენ.
ყველამ ვიცით, ესენი რანი არიან, სხვა რამის თქმა მინდა :
ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლა ტყავიდან არ ამოძვრებიან და ამ ბიჭის დასაცავად ყველაფერს არ გააკეთებენ, ზუსტად ისე ჩაირეცხებიან, როგორც “ოცნება” ჩაირეცხება.
არ დაგავიწყდეთ, მაგ “ბავშვებს” გამოყევით ქუჩაში, მათ შეძლეს, რომ “ოცნებამ” ეს რუსული კანონი უკან წაიღო.
პარლამენტში არავის შრომას და ჩხუბს არ ვაკნინებ, მაგრამ რომ არა ახალგაზრდები, თქვენი მონდომებაც უკვალოდ ჩაივლიდა.
ახლა, ყველამ, თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ კეთილი ინებეთ, მთები გადადგით, ქვეყანა შეაზანზარეთ და ეგ ბიჭი ამ მტარვალებს არ აჯიჯგნინოთ.
გაიღვიძეთ !”
კომენტარები