თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში აცხადებს:
,,ის, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით, მე და ჩემი ოჯახი დევნილობაში, არის გამოძახილი იმ ომის და იმ ვითარების, რომელიც 2008 წელს ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. მე არ ვარ იმ აზრის, რომ მე დამსდევს კრემლი, არა, თავისთავად არა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კი, ის რაც მოხდა საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეს არის მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების გასამართლება და იმ დონემდე ჩასვლა, რომ ოფიცრებიც კი იყვნენ საფრთხის წინაშე და ზოგ-ზოგიერთები დაიჭირეს კიდევაც და ქვეყნიდან განდევნეს. და ზოგადად, რა მდგომარეობაც არის დღეს, მე მაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდო, რომ ეს არის ომის გაგრძელება. უბრალოდ, ეს არის იგივე ომი, უბრალოდ სხვა ფორმებით. ეს ომი გრძელდება, ეს ომი არ დაიწყო 2008-ში, ეს ომი დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველომ გაბედა და ასე ვთქვათ, ერთ-ერთმა პირველმა აიმაღლა ხმა და გახდა თავისუფალი და გრძელდება დღესაც. უბრალოდ, ის 70 წლის განმავლობაში ეს ომი იცვლიდა ფორმებს. ზოგჯერ იყო ცხელი ფაზა, როდესაც იყო სროლები და ზოგჯერ არის ის ფაზები, როგორიც არის, ე.წ. ჰიბრიდული ომი, რბილი ძალის გამოყენებით და ა.შ. და ა.შ. ახლა ვართ მაგ ფაზაში. ჩემთვის, მე რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მე ვიმყოფები ამ ბრძოლაში და როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი, ვიბრძვი იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც უპირისპირდება საქართველოს და ცდილობს წაიყვანოს იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობას ყველა გამოკითხვით და ყველა არჩევნებით ჩანს, რომ არ უნდა იყოს. ამიტომ კი, ეს ომი გრძელდება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ.”
კომენტარები