,,ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილის ინტერვიუზე:
,,სანამ ეს 10 წლის წინ ემიგრირებული, ქართულ რეალობას სრულიად მოწყვეტილი და ფულის მთხოვნელების მიერ, რელსებიდან გადაყვანილი ტიპი ჩათვლის, რომ პარტიებისთვის (მრავლობითში!) მითითებების (“ჯანსაღი რჩევების”!) მიცემის და მედიის დღის წესრიგის შედგენის უნარები და კომპეტენცია აქვს და პოლიტიკური სპექტრი და მედია დაემორჩილება – მანამდე ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.
ყველას გულით გირჩევთ, თავი შორს
დაიჭიროთ ისეთი ალიანსების მხარდაჭერისგან, რომელიც დიდი ფულის პატრონი არაანგარიშვალდებული პირის მიერ იმართება – ქოცები იქნებიან, თუ ჯუჯალარები მნიშვნელობა არ აქვს.
ჩრდილოვანი სისტემით მუშაობა დემოკრატიისკენ და ევროპისკენ ვერ წაგვიყვანს – ოქსიმორონია ეს!
(გახსოვდეთ მიშას კრახი!)”
კომენტარებში ჩერგოლეიშვილი უფრო დეტალურად განმარტავს:
,,გვარამიაც კი ხვდება რომ ბევრი არ უნდა ილაპარაკოს, ციხეშია და იცის რომ გარეთ რა ხდება ძნელი დასაჭერია.
ეს ბალბესი ვერ ხვდება.
ვერ ხვდება ვერაფერს, ისე სიამოვნებს ფულის მთხოვნელები რომ ელაქუცებიან და აქებენ – ჰგონია რომ პოლიტიკური მანევრების ასია ?
ჰგონია რომ იცის აქ რა ხდება და შეუძლია მრავალ პარტიას აძლიოს “რჩევები” – ანუ ფულით აშანტაჟოს.
და ვისაც მისი ფული არ სჭირდება და შენ გზაზე წადიო, ეუბნება – პარტიები გაუქროს.”
კომენტარები