,,აი იას” წევრი, ვატო შაქარიშვილი დავით კეზერაშვილის ინტერვიუზე:
,,დაუსჯელობით გათამამებული ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარი ტელე-საროსკიპოდან გვეუბნება, რომ უსამართლობაა ემიგრაციაში და დევნილობაში ჩემი ყოფნაო…
უსამართლობა ის არის, რომ დღეს შენ ლონდონში ზიხარ და არა ციხის საკანში! უსამართლობაა, რომ ნაცვლად, წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგებისა, ვრცელ ინტერვიუებს წერ და ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებას განაგრძობ!
რომ ამაყობ 24 წლის ასაკში ფინანსური პოლიციის უფროსი გავხდიო, ისიც გაიხსენე რამდენი ადამიანი გაამწარე ამ თანამდებობაზე ყოფნისას! რამდენს წაართვი საკუთარი შრომით ნაშენები ბიზნესი! რამდენი მილიონი ამოიღე რეკეტის გზით! რამდენი სიცოცხლე შეიწირე! რამდენი ადამიანი გაუშვი ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ქონება და ბიზნესი არ გადმოგიფორმეს! ქართულ ჯარზე საერთოდ ხმას როგორ იღებ?! თუ ფიქრობ, რომ დრომ ჩამოწერა შენი ნამოქმედარი?! რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯო, რამდენი ტელე-საროსკიპოც არ უნდა გახსნა, რამდენი პარტიაც არ უნდა მოისყიდო, ვერ ჩამოირეცხავ – საკუთარი ჯარის გაძარცვას, მოროდიორობას, წაგებული ომით გამდიდრებას, გმირი ჯარისკაცების ცხედრების მიტოვებას…!!!”
კომენტარები