ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ ეკონომიკურ ზრდაზე პასუხი ძალიან მარტივია. თავად შეგიძლიათ გაზომოთ (ზეპირად, მობაილ ბანკის დახმარებით, კალკულატორით, ექსელით ან რითიც გაგიხარდებათ )
დღეს 3 აპრილია. დათვალეთ თქვენი შემოსავლები 1 – 31 მარტის პერიოდში და შეადარეთ თქვენს ანალოგიური პერიოდის ხარჯებს. ანუ შემოსავლებს გამოაკელით თქვენი ხარჯები.
დიდი ალბათობით პასუხი დაგიჯდებათ მინუსში. მაგალითად
ხელფასი 800 ლარი.
ხარჯი 1000 ლარი.
უარყოფითი ბალანსი -200 ლარი.
რამდენი % – თაც ეს უარყოფითი ბალანსი შემცირდება, საშუალოდ იმდენი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკა.
გვითხრეს, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 7% – ით. ესეიგი აპრილში აპრილში:
ან თქვენი შემოსავალი უნდა გაიზარდოს საშუალოდ 7% – ით და გახდეს 856 ლარი.
ან თქვენი ხარჯები უნდა შემცირდეს საშუალოდ 7% – ით და გახდეს 930 ლარი.
და თუ შეატყობთ, რომ თვიდან თვემდე თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსი იგივე რჩება ან სულაც იზრდება, ესეიგი გატყუებენ “
კომენტარები