ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მომავალ კვირას ჩინეთს ეწვევა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი ჩინეთს მარტში ეწვევა. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი იქ იმყოფებიან.
“მე [ჩინეთში] მომავალ კვირას წავალ. როგორც ხედავთ, ბევრი ევროპელი სტუმრობს ჩინეთს. ჩინეთთან მკაფიო ვიყავით: მისი პოზიცია სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე განსაზღვრავს მათთან ჩვენი ურთიერთობების ხარისხს”, – თქვა მან.
ბორელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის როლი უკრაინის ომში მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობისთვის.
კომენტარები