ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა:
„პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის გაცხადებული მიზანი იყო ნაკლები ნატო-ს მიღება საკუთარ საზღვრებთან. მას სურდა ნატო-ს კარი დახურულიყო და ალიანსის წევრი აღარც ერთი ევროპული ქვეყანა არ გამხდარიყო. ის ზუსტად საპირისპიროს იღებს – იღებს მეტ ჯარს, მეტ მზადყოფნას, მეტ ძალებს ხმელეთსა და ჰაერში ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე და ის იღებს მეტ წევრებს. დღეს ფინეთი და მალე ასევე, შვედეთი, გახდება ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“
შეგახსენებთ, ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება.
კომენტარები