ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
ჰო….კრემლის გველ-პროპაგანდისტები თანდათან “ქოქავენ” ნარატივს, რომ დარია ტრეპოვა, რომელმაც ბლოგერი ტატარსკი (ფსევდონიმია) ააფეთქა, საქართველოში ცხოვრობდა 6 თვე და აქ ამერიკულმა, ასევე ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა დაავერბოვკეს სანკტ პეტერბურგში ტერაქტის მოსაწყობადო.
ანუ საქართველის პირდაპირ არ სდებენ ბრალს, თუმცა ….. რა დიდი ბედენაა.
რაც შეეხება CIA ან MI6-სს. მეტი საქმე არა აქვთ!
ჯერ ერთი, ვინ ჩემი ფეხები იყო ეგ ტატარსკი მასზე მოცდენილიყვნენ? მასეთი ბალი ორი შაურია რუსეთში.
გარდა ამისა…უბიწობას ნუ დავაბრალებთ, უამრავი ლიკვიდაცია განუხორციელებიათ ორივეს და ჩაუძაღლებიათ ისინი, ვინც ნამდვილად ჩასაძაღლებელი იყო, მაგრამ…..არ ყოფილა ამ სპეცსამსახურთა ისტორიაში არც ერთი შემთხვევა, ლიკვიდაცია განეხორციელებინათ მასობრივად სახიფათო მეთოდით!
ამ ქალმა კი კაფეში მიიტანა ბიუსტში შენიღბული 300 გრამი ტროტილი….”ბეწვზე”, სრულიად შემთხვევით სხვა არავინ მოკვდა.
30 ადამიანი კი დაიჭრა.
“პუტინმა ააფეთქაო” არის აქაური პუბლიკისთვის დამახასიათებელი კონსპირაციული იდიოტიზმი (მიშამ ზურა საფერფლით მოკლა პონტში):
პუტინი გიჟია, თორემ სულელი კი არაა! გიჟი სჩადის სიგიჟეებს, სულელი კი თვითმავნებლობებს. ეს განსხვავებაა.
პუტინს არაფრით არ აწყობს იმ სოციალური კატეგორიის, იმ ბლოგერების დაშინება- დაზაფვრა-გაჩუმება, ვინც მის აგრესიას თვალაპრიალებული უჭერს მხარს.
თუ დაიჯერებენ, რომ უკრაინა მათ მოსკოვშიც მისწვდება, უფრო მორიდებულნი იქნებიან მასობრივად.
და დიახ, ეს ქალი ნავალნის ფონდის აქტივისტია.
ნავალნი ჩემთვის დადებითი ტიპაჟი არ არის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აგვისტოში ГрЫзунებს გვეძახა ქართველებს.
მისი პოპულისტური ნარატივი, როგორც არ უნდა შენიღბოს და შეფუთოს ბიუროკრატიული და ოლიგარქიული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად, მაინც, საბოლოოდ, მასობრივი ინტენციის დონეზე დაიყვანება გენიალური ბულგაკოვის აღწერილ შარიკოვამდე: отнять и разделить поровну.
ეს ჩლუნგი ინტენცია კი აუცილებლად შობს ტერორიზმს!
რუსეთს რომ ტერორისტული ისტორია აქვს….ისეთი არ უნდა.
ამ დარიას მოგვარე გენერალი ტრეპოვი ზასულიჩმა მოკლა.
ნაფიცებმა გაამართლეს.
და…..ტერაქტს მასობრივად სახიფათო მეთოდით არა აქვს არანაირი გამართლება (წერტილი)”
კომენტარები