საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
“შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 2,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, მათ შორის 500 მილიონი აშშ დოლარი PDA-ის (პრეზიდენტის უფლებამოსილებისით განსაზღვრული ფინანსური წყარო) და 2,1 მილიარდი აშშ დოლარი USAI-ის (უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა)პროგრამების ფარგლებში…
რომელიც შეიციავს საბრძოლო მასალებს და ლოჯისტიკური მომარაგების საშუალებებს, საპონტონე ხიდებს…უკრაინის არმიის კონტრშეტევის დაწყების წინ უაღრესად მნიშვნელოვანია გამართული ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ფრონტის ხაზების მომარაგებისათვის საბრძოლო მასალებით, ასევე ფრონტის გარკვეულ მიმართულებაზე რთული გეოგრაფიული არეალების დროის მცირე ინტერვალში ფორსირებისათვის….
უკრაინის არმია კონტრშეტევისათვის თითქმის ყველა სამხედრო კომპონენეტს აძლიერებს, რადგან ამ კონტრშეტევაზეა დამოკიდებული არამხოლოდ საომარი ვითარების შემდგომი განვითარების დანიმაკა, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგი უკრაინისათვის და მისი მოკავშირეებისათვის (უკრაინის არმიის კონტრშეტევა რამდენი ფაზისაგან უნდა შედგებოდეს…), გამომდინარე აქედან საოკუპაციო ძალები ცდილობენ მომზადებული დახვდნენ უკრაინის არმიის კონტრშეტევას და აძლიერებენ თავდაცვის პოზიციებს ფრონტის მიმართულებებზე. სწორედ ამიტომ საჭიროა უკრაინის სახმელეთო ძალების კომბინირებული სამხედრო დანაყოფებისათვის (ჯავშანსატანკო) ძლიერი საცეცხლე მხარდაჭერა როგორც არტილერიის მხრიდან ასევე საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერა სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საავიაციო პარკის გაძლიერება(როგორც საფრონტო ასევე საარმიო ავიაციის), უახლოეს პერიოდში უკრაინის საჰაერო ძალებს შეარაღებაში ექნებათ 5 ავიაპოლკი, რომელიც შედგება Su-27-ებისა და MIG-29-ების მრავალფუნქციური გამანადგურებლებისაგან(დაახლოებით 72 ერთეული Su-27 და MIG-29)
დიდება გმირებს!”
კომენტარები