Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია:
‘‼️ ტრამპი სასამართლო დარბაზში შევიდა.
რადგან ჰედლაინები დამაბნეველია, დავწერ ქართულად:
* არა, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი არ დაუჭერიათ;
* ახლა ხდება მისი processing – საბუთებს ავსებენ, უღებენ თითის ანაბეჭდებს;
* ამის მერე (წუთი-წუთზე), ტრამპი შევა სასამართლო დარბაზში, სადაც კამერები არ არიან, მოსამართლე მას ოფიციალურად წარუდგენს ბრალს;
* მხოლოდ ამის მერე შეიძლება (თუმცა ნაკლებ სავარაუდოა), მოსამართლემ გასცეს მისი დაკავების ბრძანება.
* დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს თან არ აქვთ ტელეფონები/ლეპტოპები. ამიტომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ გვეცოდინება, სანამ დარბაზს ჯერ ტრამპი და მერე ჟურნალისტები არ დატოვებენ.”
კომენტარები