ჟურნალისტი ბექა ყორშია:
,,არაბულ რესტორანში ვარ, ქაბსას ვჭამ (ბრინჯია ქათმით და კიდე რაღაცით). გვერდითა მაგიდასთან ვიღაც არაბები სხედან. გამარჯობა-გაგიმარჯოს, როგორ ხარ-არამიშავს – ამით დაიწყო ჩვენი პოლილოგი. როგორც ხდება ხოლმე, ვატყუებ, რომ მეც არაბი ვარ. აქ რას შვებიო, მკითხეს. ახლა ჩამოვედი და ბიზნესი უნდა დავიწყო-მეთქი. ამ დროს ერთ-ერთი, რომელიც ცოტათი დათო ოქიტაშვილს ჰგავდა, მეუბნება:
– მე დიდი ხანია, აქ ვცხოვრობ და ერთი რჩევა გაითვალისწინე…
– რა რჩევა ?
– დასავლელი ხალხია, მეგრელები ქვიათ… მაგათ არ ენდო არაფერში…
ამ ეტაპისთვის სიმშვიდეს ვინარჩუნებ.”
კომენტარები