საოპერო მომღერალი, თამარ ივერი:
“გუშინ მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღე იყო, სამწუხაროდ ამ საბრალოებს თავად არ აურჩევიათ ასეთი ცხოვრება.ეს მათი მწარე ხვედრია და სახელმწიფომ, რომელსაც ევროპულ ცივილიზაციაზე აქვს ამბიცია და პრეტენზია…უფრო მეტი უნდა გააკეთოს მათი დაცვის და საზოგადოებრივი მენტალიტეტის ამ მიმართულებით შეცვლის მხრივ. არც რაიმე ზოო თემაზე გადაცემებით გამოვირჩევით და არც რაიმე სხვა აქციებით.სასიამოვნო ფაქტი იყო ის რომ საკრებულომ,” სოლიდარობის სახლის”,კერძოდ ქ.ნ თამილა ლომიშვილის თაოსნობით უმასპინძლა ცხოველებისადმი სიყვარულის თემაზე მიძღვნილ გამოფენაში მონაწილე ბავშვებს და მათ ამ ნამუშევრებისთვის მათ ჯილდოები და სიგელები გადასცა.მეც ჟიურიში გახლდით და ჩემმა შვილებმაც მიიღეს მონაწილეობა.ბავშვების სურათები მართლაც ძაღლიან შთამბეჭდავი,გულწრფელი და ოთხფეხა მეგობრებისადმი დიდი სიყვარულით გაჟღენთილი გახლდათ,რაც საოცარი სანახავი იყო..ყველა ის ბავშვი,ვინც იზრდება ცხოველებისადმი სიყვარულით…ის სიბოროტეს არ ჩაიდენს, ის ნეგატიური ადამიანი არ გაიზრდება,ის მეგობარზე იზრუნებს და ეს პირველ რიგში მათი მშობლების დამსახურებაა.ასე რომ გამოფენაში მონაწილე ყველა პატარა მხატვრის მშობელს ჩემი ღრმა პატივისცემა❤️❤️??”
კომენტარები