უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთში ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის მესამე ვიზიტია საზღვარგარეთ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, 2 ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ. ამასთან, ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში, ვარშავის ცენტრში სიტყვით გამოვა და იქ მცხოვრებ უკრაინელებს მიმართავს.
პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.
ზელენსკი ბოლოს პოლონელ კოლეგას 2022 წლის დეკემბერში შეხვდა შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ.
კომენტარები