ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
– საზოგადოების დიდი ნაწილი აცხდებს, რომ ნათელი მხრე ევროპაა და ბნელი – რუსეთი. თქვენ რას ფიქრობთ, ხალხს რას ურჩევთ, ქვეყანა ევროკავშირში უნდა შევიდეს თუ არა?
– ევროპა ცალსახად საქართველოს მომავალია. ყველაფერს თავი დავანებოთ, ყველანაირი ისტორიული წიაღსვლები, არქეოლოგიური გათხრები მეტყველებენ იმაზე, რომ პირველი ევროპელები ქართველები იყვნენ. ევროპა ჩვენი სახლია და ჩვენი ადგილი ევროპულ ცივილიზაციაშია. რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული. დღეს ჩვენ რუსეთს, რომ ომი დავუწყოთ, ამაზე დიდი სიბრიყვე და ამაზე დიდი დანაშაული, ქართული სახელმწიფოს და ჩვენი მომავლისთვის არ არსებობს. ეს იქნება საქართველოსთვის დამღუპველი.
–კონკრეტულად ომი თუ რუსეთთან ნებისმიერი სხვა სხის დაპირისპირება იქნება ჩვენთვის დამღუპველი?
– რუსეთთან დაპირისპირება ისედაც არის, ოკუპირებული როდესაც აქვს ჩვენი ამხელა ტერიტორიები, ესეთ ქვეყანასთან კეთილგანწყობილ ურთთიერთობებში ვერ იქნები. ვინმემ რომ მითხრას, ოკუპანტი შეიყვარეო, ის მოღალატე იქნება ქვეყნის. ჩემი ქვეყნის ოკუპანტი და ტერიტორიების ანექსიის განმხორციელებელი, როგორ შეიძლება შევიყვარო? მეორეს მხრივ არის პრაგმატიზმი, სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომლებიც დაცლილი უნდა იყოს ემოციებისგან და გრძნობებიდან. ასე, პრაგმატულად უნდა შევხედოთ დღევანდელ სიტუაციას. კონტსტანტინე გამსახურდიას გენიალური ფრაზა მინდა გაგახსენო, სხვის ომში მხოლოდ შლეგები ომობენო. რა თქმა უნდა ჩვენ სხვის ომში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიომოთ. ვინმეს ხელში ბრმა იარაღი არ უნდა გავხდეთ. ჩვენ უნდა ვიაროთ ევროპისკენ, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ცივილიზაციის ნაწილი. მაგრამ ქართული სახელმწიფო არ არის იმდენად ძლიერი, ქართველები, სამწუხაროდ არ ვართ რაოდენობრივად იმდენი,რომ ჩვენ რაიმე საომარ მოქმედებში მივიღოთ მონაწილეობა და პოლიტიკურ და სამხედრო კატაკლიზმებში გავერიოთ. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველა ქართველს. ჩვენ არ ვართ დღეს მარტივ სიტუაციაში ქვეყნის შიგნით. „ქართულ ოცნებაში“ „რუხ კარდინალად“ და ხელისუფლების ერთ–ერთ მთავარ ღერძად გვყავს პუტჩისტი, გოგა ხაინდრავა, იქით მხარეს, ე.წ. ოპოზიციაში არიან პუტჩისტები, კიტოვანის მარჯვენა ხელი აკია ბარბაქაძე და დევი ჭანკოტაძე. მინდა, თითოეულ ადამიანს შვეკითხო:ზვიად გამსახურდიას ცოცხალი რომ იყოს, ნეტავ რას იტყოდა ამათი შემხედვარე? მე, როგორ ზვიად გამსახურდიას ჯარისკაცი, მოწაფე, რომელიც მას კარგად ვიცნობდი, მათ, ორივე მხარეს ავზაკი ბარაბას ნაშიერებს უწოდებდა, სუკ–ის აგენტურას, რომლებიც ანათემას არიან გადასაცემები. ყველას მინდა ვუთხრა, რომ გამოფხიზლდით, თვალში გამოიხედეთ და დაინახავთ, რომ ორივე მხარეს ერთი დიდი ღალატის ქვააბავაზკები გვყავს, რომლებიც უნდა მოსცილდნენ ქართულ პოლიტიკას. ჩემი პოზიცია ნათელია. საქართველოში არ უნდა იყოს არც საბჭოთა კავშირი და არც სოროსის იდეოლოგია. ის ფაქტი, რომ სოზარ სუბარის მიერ დაწერილი რაღაც უაზრო და უვარგისი კანონი ხალხმა გააპროტესტა, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ „გირჩი“, „ნაცები“, სოროსის მიერ კონტროლირებადი პარტიები და არასამთავრობოები კარგები არიან და თავზე უნდა დაგვასხდნენ. ამათ უნდათ, დრო იხელთონ, იმ კანონის გამო ხელისუფლებამ უკან დაიხია და ეს გამარჯვება თავად მიიწერონ, მერე გადავიდნენ გენერალურ შეტევაზე ქართველი ერის, ტრადიციებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ. მათ აწყობთ, რომ ქრისტიანობისა და ეროვნულის სახელით, ფარისევლები, რეგრესული პრორუსები, დევალვირებული კორუმპირებულები დაუპირისპირდნენ. როგორიც არის ხაინდრავა, როგორიც არის „ალტ ინფო“ და სხვა პრორუსული პერსონები და დაჯგუფებები. თუ ხაინდრავა, პრორუს მანქურთები მათი მსგავსები დაუპირისპირდებიან სოროსის კონტროლირებად დაჯგუფებებს, ეს იქნება მათთვის, „გირჩისტანისთვის“ უდიდესი მორალური უპირატესობა. თუ პრორუსი უპირისპირდება სოროსელს, გამარჯვებული სოროსელია. თუ ქართველი უპირისპირდება სოროსელს, მაშინ ქართთველია გამარჯვებული. მე ვარ ქართველი, ყოველგვარი მაშასადმეს გარეშე. ჩვენი გზა უნდა იყოს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გზა, რომელიც პრორუსობასთან ერთად, სოროსელ–ლიბერალობსაც გამორიცხავს, ამ ორივე უდიდეს ბოროტებას. კიდევ ვიმეორებ, ერთნაირად ვემიჯნები, როგორც სოროსელ–ლიბერალებს, ასევე პრორუსულ „ალტ ინფოს“. ორივენი რადიკალურად ეწინააღდეგებიან ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გზას.
–„ალტ ინფოზე“ ხელი მაშინ ჩავიქნიე, როდესაც რუსეთის ჯარს ეპატიჟებოდნენ საქართველოში, კარგი იქნება, თუ გინიოში რუსული სმხედრო ბაზა იქნებაო. ზვიად გამსახურდია რუსებთან ბრძოლას შეეწირა, იმ რუსული ბაზების გაყვნას და ქვეყნის თავისუფლებას.
– სამწუხაროდ, დღეს ეროვნულობა, ნაციონალიზმი, კონსერვატიზმი ასოცირებულია პრორუსობასთან. ჩვენ უნდაა განვასხვავოთ პრორუსობა და ეროვნულობა. ეროვნულობაა ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა. ისინი, პირველ რიგში, რუსულ იმპერიალიზმს ებრძოდნენ. ახლა, როგორ შეიძლება, ეროვნულობასა და ნაციონალობაზე ვისაც აქვს პრეტენზია, ის რუსის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ჯარის ბაზების საქართველოში განთავსებზე გველაპარაკებოდეს? ეს სრული აბსურდი და ნონსენსია. ეს კეთდება შეგნებულად, რომ მოხდეს დევალვაცია ყოველივე ქართულისა, რომ ყველაფერი ქართული ასოცირდებოდეს იმ ბნელეთთან, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით, რომელი ბნელეთიც არის პრორუსული პარტიებისა და ორგანიზაციების სახით. მე ვეწინააღდეგები, როგორც სორისისტული ორგანიზციების დაფინანსებას უცხოეთიდან, ასევე პრორუსულებისას და ეს არის სწორედ ეროვნული პოზიცია.
დღეს რომ გვყვს, იმაზე უარესი პარლამენტი არ გვყოლია. ზარზეიმით კანონი მიიღეს და ორი დღის მერე ჩააგდეს. რასაც ზეიმობდნენ, მერე იმის საწინააღდეგოდ მისცეს ხმა. ეს საპარლამენტო უმრავლესობა არ არის, ეს არიან გამოფრიდონიჯიებული, ღირსებადკარგული, ფულსა და სკამს გამოკიდებული მონათა თავყრილობა. ამათი წინაპრები, ალბათ, დიდგორის ბრძოლისას ილღაზის თუქსუსები იყვნენ, მეფე ერეკლე კრწანისის ბრძოლაში მიატოვეს და მე–11 არმიას შემოუძღვნენ საქართველოში. ან ამ ყალბი გამარჯვებების ზეიმს, როდემდე არ უნდა მოვეშვათ? კი, ბატონო, ამ სოზარ სუბარის მარგინალური თუ „ქართული ოცნების“ სატელიტი ჯგუფის შემოგდებული კანონი, რა თქმა უნდა, აბსურდი და სისულელე იყო, მაგრამ ერთი გამაგებინეთ, გამარჯვებას რომ ზეიმობენ, დაჩი ბერიასა და დიმიტრი ხუნდაძეზე გამარჯვებაა ქართველი ერის მისიის ასრულება? გაუქმდა ეს კანონი, აღარ არის და მერე რა? შეიცვლა რამე? აფხაზეთი დავუბრუნეთ, რუსმა ოკუპანტებმა ჯარები გაიყვანეს, დემოკრატია აყვავდა, ბიუჯეტი გახდა 50 მილიარდი, სასამართლო გათავისუფლდა, სამუშაო ადგილები შევქმენით, ქართველ ემიგრანტებს ვაბრუნებთ, ევროპული ხელფსები და პრემიები დაუნიშნეს ხალხს, აღარ გვშია, აღარ გვწყური და აღარ გვცივა? ხვალ რომ გვიღვიძებთ, რამე დაგვხვდება სასიკეთოდ შეცვლილი? ჰოდა, თუ არაფერი შეიცვალა, რას ვზეიმობთ? თუ ზეიმი და დღესასწაული მოგვენტრა? ის დეპუტატები, დამარცხებულს, რომ ეძახიან, საკუთარ სამსართულიან ვილებში შავ ხიზილალას მიირთმევენ, მათი შვილები ლონდონსა და პარიზში სწავლობენ, თავად მონტე–კარლოსა და ბადენ–ბადენში ისვნებენ და იქაურ კაზინოებში ერთობიან, მილიონიან ტენდერებს „ხსნიან“. სახელმწიფო ბიუჯეტს ბოლომდე გამოხრავენ, ხალხი უარესად გაღატაკდება და ისინი ისევ ფეხებზე ეკიდებათ. ბოლოს ისიც არ გაგიკვირდეთ, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დეპუტატები ერთად აღმოაჩინოთ, უცხოურ კურორტზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტებში. ყალბ გამარჯვებებს ვზეიმობთ, ეს არის ჩვენი რეალობა. თენგიზ აბულაძის „მონანიებიდან“ ცნობილი ფრაზით მინდა მივმართო ხალხს: „მათხოვრები– მათხოვრობენ, მკვლელები –კლავენ, ქურდები– ქურდობენ, ბოზები– ბოზობენ… რაზვე ეტა ნარმალნა?!“
კომენტარები