ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:
„მურუსიძეს და სხვა მოსამართლეებს, 2012 წლამდე რაიმე გადაწყვეტილების გამო დაუწესეს სანქციები? როგორც ვიცი არა და ეს ხდება მაშინ, როდესაც ვხედავთ რომ სისტემაში აშკარად უდიდესი ცვლილებაა. ყველა _ყველას ვიცნობთ და ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს (რა თქმა უმდა იარსებებს არაობიქტური გადაწყვეტილება, ჩვენთან კი არა აშშ_შიც რამდენი პრობლემა ყოფილა სასამართლო სისტემაში) სასამართლოში, მოქალაქეს შეუძლია მოუგოს სახელმწიფოს. სტრასბურგში წასული საჩივრების უმეტესობა უკან ბრუნდება, ან ბრუნდება _სახელმწოფოს გამარჯვებით..სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, ამერიკის შეერთებული შტატები დადებითად აფასებდა საქართველოს სასამართლოს რეფორმებს და დღეს რა ხდება? აი ასე, მოგვინდა და მოსამართლეები მოვაყოლეთ სანქცირებაში?
მე პირადად არ გამიგია რაიმე კორუფციასთან ჰქონოდა შეხება დღევანდელ სასამართლოს და თუ არის ასეთი ფაქტები, მაშინ დაიდოს და ეს ,,არ დამემორჩილები და დაგასანქცირებ” მიდგომები ძალიან, ძალიან სუბიექტური მგონია.
კაცო გადავირიე, თურქეთმა 28 000 ზე მეტი საჯარო მოხელე დააპატიმრა და ამერიკას ერთი სანქციაც კი არ გამოუყენებიათ და ჩვენ რატომ ვართ ყოველთვის ასე საწყლად?
ტრამპმა ისეთები ისაუბრა ამერიკაში არსებულ სასამართლო პრობლემებზე, თმა ყალყზე დამიდგა და სანამ ბოლომდე შფოთვა მიხორცდებოდა _ კი დაამატიმრეს ტრამპი არა ნუ, შეფუთვებში მართლაც ბადალი არ ჰყავს ამერიკას მაგრამ რა გინდა რომ ქნა? ყველაზე მეტი ფული მანდ არის და მარტივ მიდგომებს იყენებენ: თუ ფული გინდა , ჩემი ხარ__თუ არადა , სხვისი
პს: მოლოტოვს გესვრი და თუ დამაკავებ, დაგასანქცირებ _ აი რა ხდება დღეს ,,ტეხავს”.
კომენტარები