“ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია, აშშ–ის მიერ, მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება და აცხადებს:
“მიმაჩნია რომ, თუ ჩვენ ვითვლებით სტრატეგიულ პარტნიორებად, სტრატეგიულ პარტნიორებთან ასეთი ურთიერთობით საუბარი ალბათ მიუღებელია. თუ ასეთი რამ მოხდა და არსებობს ფაქტი, დანაშაულია ეგ და ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში დიპლომატიური არხების მეშვეობით ქვეყნები ერთმანეთში აზუსტებენ, საჭიროების შემთხვევაში ამაში ერთვებიან სამართალდამცავი ორგანოებიც, მაგრამ ასე გამოაცხადო, მე არ ვიცი რა თანამდებობები აქვთ მაგათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არიან და ისინი სანქცირებული აღმოჩნდნენ.
გაურკვეველია, ალბათ აქვთ სხვა ინტერესი აქვს ვიღაცებს რომელმაც ეს მოამზადა, ეს საკითხი მოამზადა, რომ ისინი მოხვედრილიყვნენ ამ სანქცირებულ სიაში. […] მიდგომა არის ჩემთვის მიუღებელი, რომ სასამართლო სისტემაში სხვა ქვეყანა ერევა, ესე იგი, გამოდის რომ მოსამართლეები მე უნდა დაგინიშნო, მე უნდა განვსაზღვრო, მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება. ეს ალბათ მიუღებელია, ალბათ რაღაც შეცდომაა, რაღაც გაურკვევლობაა, იმედია, რომ გაირკვევა ეს. ალბათ ჩვენი ხელისუფლება მოიწვევს ელჩს, დაუსვამენ კითხვებს, ხომ უნდა იყოს რაღაც მასალა, რის საფუძველზე მოხდა ეს. ეს ხალხმა უნდა იცოდეს, იმ ხალხმა, რომლის მოსამართლეები არიან ისინი. ელჩი უნდა დაიბარონ რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, გამოდის მოთხოვნასავით არის”
კომენტარები