თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
“ბევრი რამ თქვა გუშინ კობახიძემ საგულისხმოდ კატასტროფული:
– ბლინკენი კორუმპირებული კი არ არის მაგრამ გასვარეს;
– ბევრი რამე გვაქს, მათ შორის სატელეფონო საუბრები მაგრამ ეხლა ამის დრო არაა; და სხვა
მაგრამ ეხლა სხვა ამბავზე.
ის გვიყვებოდა რომ მილიონობით, მილიონობითო მტკიცებულება გვაქვს სააკაშვილის დროს მოსამართლეების დანაშაულებზეო მაგრამ მაშინ არავინ დაუსანქცირებიათო, არადა ფაქტები სრულიად სხვა რამეს ყვებიან:
– ამ მილიონობით მტკიცებულებით არავინ დასჯილა;
– გირგვლიანის მოსამართლე ჩემია ოცნების დროს ისევ მოსამართლედ გადაინიშნა;
– გირგვლიანის კიდევ ერთი მოსამართლე გოგოტიშვილი ოცნების დროს ისევ მოსამართლედ გადაინიშნა;
– გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძის ამბავი კი იცის მსოფლიომ უკვე;
– ბუტა რობაქიძის მოსამართლე კოპალიანი ოცნების დროს ისევ მოსამართლედ გადაინიშნა;
– და უფრო მეტიც, ვაზაგაშვილის და 7 ნოემბრის საქმის პროკურორი ვასაძე მთალად უზენაესში დანიშნეს მოსამართლედ
სხვების გვარები აღარ მახსოვს ისინიც იქნებიან სასამართლოებში თბილად და მშვიდად
ხოდა სადაა ის მილიონობით საქმე ამერიკელებს რომ ედავებით და თავად დაწინაურებისა და წახალისებისთვის გამოიყენეთ, ალბათ სწორედ იმ მილიონობით მტკიცებულებით აშანტაშაჟებთ ამ ხალხს და ასე გიჭირავთ.”
კომენტარები