ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე:
“ხალხო, საქართველოში არის კეტამინის დეფიციტი, რომელიც არის ძაღლებში და კატებში სანარკოზე საშუალება.
შემოდიოდა უკრაინიდან და ომის გამო ვეღარ შემოაქვთ.
თითქმის ყველა ვეტ-კლინიკას და თავშესაფარს, ამოწურული აქვს მარაგი ამ პრეპარატის.
სხვა პრეპარატით ნარკოზის გაკეთება არის ნაკლებად უსაფრთხო და არ არის მიზანშეწონილი, მაღალი რისკია იმის რომ ვერ გამოვიდეს ნარკოზიდან.
ამიტომ ყველას გაფრთხილებთ!
ვისაც უახლოეს პერიოდში ცხოველზე ოპერაცია გაქვთ დაგეგმილი, ან აპირებთ, კლინიკაში, თავშესაფარში, ნებისმიერგან გადაამოწმეთ რითი შეიყვანენ ნარკოზში! მოითხოვეთ განახონ რას უკეთებენ ნარკოზში შესაყვანად.
ასევე კარგად გამაამოწმეთ პრეპარატის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და ა.შ
გაქვთ უფლება იცოდეთ რას უკეთებენ თქვენს ცხოველს!
რამდენიმე “ცნობილ” კლინიკაში დაფიქსირდა შემთხვევა რომ მომაკვდინებელი წამლით ცდილობდნენ ძაღლის ნარკოზში შეყვანას (ჯერჯერობით არ დავაკონკრეტებ), ამიტომ გთხოვთ იყავით ძალიან ყურადღებით!”
კომენტარები