მეუფე იაკობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე, თქვა:
“როგორია ახლა, საქართველოს პრეზიდენტი იყო, 30-საუკუნოვანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, წახვიდე იქ და იმის გამო, რომ გუბერნატორი გახდე და ფული იშოვო, უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და სადღაცა, რაღაც ქვეყანაში, თუნდაც უკრაინაში გუბერნატორობ. მერე კარგად გვახსოვს, ასტრიდ ლინდგრენი და ისინი გამახსენა, კარლსონი და ისინი გამახსენა, სახურავებზე რომ დარბოდა, მერე როგორ შემოიყვანეს მანამდე ევროპარლამენტარებმა. მერე ზელენსკის დროს, დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე, კაცო, თუ ჩბენ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს რა? ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება მაგ კაცი, რომელიც დამპყრობლის ინტერესების გამტარი იყო ყოველთვის”.
კომენტარები