ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებაზე და თქვა:
“ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა. ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ტერმინი სანქცია აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული არის, ძირითადად საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. არაფერი რაიმე ინფორმაცია დამატებით, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესაში თუ სხვადასხვა კვლევაში, ის რაც ყველამ ჩვენ ვიცით, თუმცა სპეციფიურად რომელი ესა თუ ის ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია.
ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება, მართალია თვითონ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, თუმცა ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა და მათი, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, არის აბსოლუტურად მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან”
კომენტარები