რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მოსკოვის პროკურატურას მომღერალი ვალერი მელაძის მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო დაფინანსების საკითხზე შემოწმება დაავალა.
TACC–ის ცნობით, ინფორმაცია დღეს სამართალდამცავმა უწყებებმა დაუდასტურეს.
„მოსკოვის პროკურატურას დაევალა მელაძე ვ.შ.-ს წინააღმდეგ აუდიტის ჩატარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხზე“, – თქვა წყარომ და აღნიშნა, რომ შესაბამისი ბრძანება მიღებულია გენერალური პროკურორისგან.
რუსული მედიის ცნობით, “ფედერალური პროექტი უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” ხელმძღვანელმა, ვიტალი ბოროდინმა, მიმართა გენერალურ პროკურორს მომღერლის წინააღმდეგ შესაბამისი შემოწმების მოთხოვნით.
მარტის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალ ვალერი მელაძის დაგეგმილი კონცერტები კრასნოიარსკში, ირკუტსკში, ნოვოსიბირსკში, ბარნაულში, კემეროვოსა და დონის როსტოვში გაუქმდა.
კომენტარები