უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავში სასწრაფო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
უწყების ცნობით, იერიშის შედეგად დაშავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
“მტერი აგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს მშვიდობიან უკრაინელებზე. რუსებმა ბერისლავში გამოძახებისას სასწრაფო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს” – წერია განცხადებაში
ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
კომენტარები