გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“რა მოხდა თბილისში?
დაფიქრდით უბრალოდ ფაქტებზე და ისე განსაჯეთ
აქცია დაანონსდა 17 საათზე და ამ დროს იქ ძალიან ცოტა ხალხი იყო.
აქცია გადაიტანეს 18 საათისათვის.
ახალგაზრდები და სტუდენტური მოძრაობა დაიძრა რუსთაველისკენ.
გაივსო რუსთაველი
აქციის დასრულება დაწყო აქციის დაწყებიდან დაახლოებით საათნახევრის მერე.
როგორც დაიწყო, ისე დასრულდა ეს აქცია,
ახალგაზრდებისა და სტუდენტების ,,გაკრეფით,,
სანამ ყველა სახლში წავიდოდა გაჟღერდა მოთხოვნები
ძალიან კარგი მოთხოვნები
ისევ და ისევ რაიმე ზეწოლისა და ზემოქმედების ბერკეტის გარეშე.
მაქსიმუმ 3 საათის მერე, 21 საათზე აქცია აბსოლუტურად დასრულდა.
ესაა ფაქტები
ენმ, მისი ლიდერები, ვაშაძე, კიდე სხვები არა მგონია რომ აქ რაიმე როლს თამაშობდნენ.
ამიტომაც ვთვლი რომ მათ კრიტიკას უბრალოდ აზრი არააქვს.
ოპოზიციური ფიზიკური ძალის სისტემაში ეს ადამიანები მურუსიძეებიც კი არ არიან რომ რაიმე ლაითსანქციონირებას აზრი ჰქონდეს. არა აქვს არავიტარი აზრი მათ კრიტიკას. მათ უბრალოდ 500 ადამიანის ძალაც კი არ გააჩნიათ, ერთად აღებულთ…
ჩემი აზრით და უკვე რამდენიმე თვეა ასე ვთვლი,
საქართველოში უკვე ყველაფერი გახდა აბსოლუტურად და 100%ით მართვადი, წინასწარი გამოცნობაც რომ არაა საჭირო.
საქართველოში პრაქტიკულად შემოვიდა პოდესტზე პოლიტიკური აქტიორების ერთობა, რომელთაც შეუძლიათ 1 საათში სტუდენტების ორგანიზება და მერე ისევ დაშლა.
ჩვენ არ ვიცით ვინ არიან ამ ძალის კონკრეტული სახეები.
ამ ძალის ერთადერთი აბრევიატურა ჯერჯერობით ასე ჩანს რომ არის
,,საქართველო ევროპულ კურსზე უნდა დარჩეს,,
ეტყობა და ასე ჩანს რომ,
ამ ძალას სჯერავს,
საქართველო არის ევროპულ კურსზე და დარჩენა საკმარისია.
ამ ძალას ჯერჯერობით მწვავედ არ აინტერესებს ის 12 პუნქტი, რომელიც სულ ბოლოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელისუფალს შეახსენა და ოქტომბრამდე შედეგების დადება მოითხოვა.
სტუდენტების მაორგანიზებელ ძალას როგორც ჩანს არ გააჩნია არავითარი ეჭვი იმაში, რომ ხელისუფლის ახლანდელი კურსი, თუკი არ ,,გადაუხვიეს,, არის საკმარისად პროევროპული.
არის რათქმაუნდა ის ვარიანტიც რომ
სტუდენტებზე ზემოქმედ ძალას არ სურს რომ ამ ხელისუფლებამ შეასრულოს ის ვალდებულება, რაც აიღეს ევროპის წინაშე,
იქნება და, ეს ძალა ელოდება ოქტომბერში ევროპის უარყოფით პასუხს და მერე გააქტიურდება შემართებით, პოლიტიკურად და მთელი სიძლიერით…
რა ვიცი, ღმერთმა ქნას, არაფერი საწინააღმდეგო, სულერთია ვინ შეგვიღებს ევროპის კარს
რა მნიშვნელობა აქვს
ოქტომბრამდეც მოვიცდით
34 წელია ვიცდით და
6 თვე რაღაა რო…”
კომენტარები